რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა.

ორგანიზატორების თქმით, აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება, თუმცა გაიმართება ფილმის და კლიპის პრემიერა, რომლებიც აქციის ორგანიზატორებმა მოამზადეს.

ამასთან, აქციაზე აჩიკო გულედანის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნის პრეზენტაცია და სხვა პერფორმანსიც გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არიან: "ევროპული საქართველო", "ტაბულა" თავისუფლების ინსტიტუტი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება.

IPN