უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ დაიბრუნა დედაქალაქის მიმდებარე რეგიონი, გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებული 140 ცხედარი იქნა გამოკვლეული.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო პროკურატურა „შეაგროვებს და შეინახავს რუსეთის აგრესიის მტკიცებულებებს, დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვას“.

ამის პარალელურად, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს.

IPN