"მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას - ყველას, ვინც ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს" - კვირის პალიტრა

"მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას - ყველას, ვინც ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" განცხადებას ავრცელებს და გმობს "ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას".

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, ომის დანაშაულში მონაწილეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებულნი ვართ სასტიკი ველური სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს! ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - აღნიშნულია განცხადებაში.

IPN