"ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული" - კვირის პალიტრა

"ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველებმა იციან, რას "წარმოადგენს ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ".

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ დამარცხდება, თუმცა "ეს დავიწყებული არ იქნება".

"ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ

ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის მოშუშებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება.

უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

უკრაინული მხარე კიევის მახლობლად, გათავისუფლებულ ქალაქებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და რუსი ოკუპანტების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობეზე, გაუპატიურებაზე, ძალდობისა და სასტიკი მოპრყობაზე საუბრობს. მედიაში ვრცელდება კადრები და ფოტოები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქ ბუჩადან, რომელზეც ქალაქში არსებული ვითარება და მოკლული ადამიანებია აღბეჭდილი. დასავლური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ მათი ჟურნალისტები მომსწრე გახდნენ "აღმაშფოთებელი სცენების", მათ შორის სამოქალაქო ტანსაცმელში ცხედრების, რომელიც გზაზე იყო მიმოფანტული, ზოგიერთს ზურგზე ხელები ჰქონდა შეკრული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულს გენოციდი უწოდა.

რუსეთი უარყოფს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თაობაზე ბრალდებებს და აცხადებს, რომ ფოტო-ვიდეო კადრები "კიევის რეჟიმის მორიგი სიყალბეა".

IPN