"რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში აგრძელებენ თავდასხმებს" - კვირის პალიტრა

"რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში აგრძელებენ თავდასხმებს"

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში აგრძელებენ თავდასხმებს.

„რუსული ძალები კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას აგრძელებენ, როდესაც ისინი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონში ახდენენ თავდასხმებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რუსი ჯარები, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული, დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფი გადაადგილდებიან“.

შეგახსენებთ, „ვაგნერის“ ჯგუფი რუსეთთან დაახლოებულ ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციად ითვლება. პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის მიერ, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთს, მათ მიერ დაფინანსებული „ვაგნერის“ ჯგუფის 1000-მდე ჯარისკაცი დონბასის რეგიონში ჰყავდა განთავსებული.

ინტეპრესნიუსი