4 შვილი და მოცეკვავე მეუღლე - ვინ არის და რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი? - კვირის პალიტრა

4 შვილი და მოცეკვავე მეუღლე - ვინ არის და რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი?

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად გა­ამ­წე­სეს, სა­გა­რეო უწყე­ბის პირ­ველ პი­რად კი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამ დრომ­დე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

"მინ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­მო­გიდ­გი­ნოთ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი. ილი­ას მრა­ვალ­მხრი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბის. მას აქვს ბრწყინ­ვა­ლე გა­ნათ­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა და მე მჯე­რა, რომ ილია იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. წლე­ბის წინ იგი მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის რან­გში, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა, მა­ნამ­დე მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, მა­ნამ­დე პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და და ბოლო წლებ­ში, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი პო­ლო­ნეთ­ში. მე მჯე­რა, რომ ილია წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა და მას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ჩვენ დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ჭი­როა აქ­ტი­უ­რო­ბა და ჩვე­ნი მთა­ვა­რი ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ამ გზა­ზე, რა თქმა უნდა, შე­მარ­თე­ბით მუ­შა­ო­ბა და ჩვე­ნი ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს," - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ვინ არის ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი?

გა­ნათ­ლე­ბაილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი 1981 წლის 21 თე­ბერ­ვალს, ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში და­ი­ბა­და. რო­გორც მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, 2002 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლო­ბით ფი­ნან­სე­ბი და სა­ბან­კო საქ­მე, სტა­ტუ­სით: ეკო­ნო­მი­კის ბა­კა­ლავ­რი; 2004 წელს იგი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სპე­ცი­ა­ლო­ბით სა­ბა­ჟო საქ­მე, მი­ი­ღო ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრის წო­დე­ბა; ხოლო 2011 წელს გახ­და გრე­ნობ­ლის ბიზ­ნე­სის სკო­ლის (გრე­ნობ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლა, საფ­რან­გე­თი) ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრი.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

2003-2004წწ. მუ­შა­ობ­და ს/ს ბანკ რეს­პუბ­ლი­კა­ში ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ოფიც­რად;

2004-2006წწ. ს/ს ბანკ "რეს­პუბ­ლი­კის" ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად;

2006-2012წწ. ს/ს ბანკ "რეს­პუბ­ლი­კის"(ჯგუ­ფი სო­სი­ე­ტე ჟე­ნე­რა­ლე) ფი­ლი­ა­ლის მმარ­თვე­ლი;

2012-2014წწ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში;

2014-2015წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე;

2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი;

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები