"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა"

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მან უნგრეთის და უფრო კონკრეტულად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციაც გააკრიტიკა.

„მთავარი მუხრუჭი ევროკავშირის უმსხვილესი და მდიდარი ქვეყნები არიან. უნგრეთმა არ დააწესა სანქციები. სიტუაცია ევროპაში ძალიან მარტივია, ეს ჩანს ევროპის საბჭოს სხდომების სტენოგრამებშიც. გერმანია სანქციების ძირითადი მუხრუჭია“,- განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს მისი უნგრელი კოლეგისთვის მოწოდებას, მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ევროპას კი მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე.

მორავეცკიმ მომავალი სანქციების გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა ადა აღნიშნა, რომ ისინი ტექნოლოგიებისკენ არის მიმართული.

„დღეს რუბლი დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკამ შეძლო თავის დაცვა დაწესებული სანქციების წინაშე. უნდა იქნას შემოღებული მკაცრი სანქციები“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

ინტერპრესნიუსი