უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის - რას აცხადებს ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის - რას აცხადებს ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი?

უკ­რა­ი­ნის თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ხის პრო­დუქ­ტის კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს ქმნის, რო­მე­ლიც მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ივ­ლის. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნის თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე აცხა­დებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის გამო, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და­კარ­გა სამ­ხედ­რო, ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ქონ­ლის დიდი ასორ­ტი­მენ­ტის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, რუ­სე­თის აგენ­ტე­ბი აყა­ლი­ბე­ბენ კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს, რომ­ლე­ბიც გა­დის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს პო­ლი­ტი­კურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­ა­ვა­ლა, არ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნის თა­ვა­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში.

დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბის კი­დევ ერთი წყა­როს შე­სა­ხებ, მათი მტკი­ცე­ბით, ეს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის არ­ხია.

უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ამ სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სე­თი კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს ქმნის სან­ქცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის, სრუ­ლი აბ­სურ­დია და მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. მისი შე­ფა­სე­ბით, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლოს მო­ად­გი­ლე­დაც გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ნიშ­ნა.

"რბი­ლად რომ ვთქვათ, სი­მარ­თლეს­თან ამას არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა და კავ­ში­რი არ აქვს, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რა­დაც ვი­ტყო­დი, ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც კი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, როცა ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ასე­თი კი­თხვა გა­უჩ­ნდეს. სი­მარ­თლეს არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, პი­რი­ქით, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდეს და ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს ისევ იმ ჰიბ­რი­დულ ომს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ებს, კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­დის იმ სამ­სა­ხუ­რი­დან სწო­რედ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე­დაც და­ი­ნიშ­ნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ლო­გი­კა უფრო ამას გვკარ­ნა­ხობს, ეს არის ტყუ­ი­ლი და სი­მარ­თლეს­თან კავ­ში­რი არ აქვს, ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით მსგავ­სი კი­თხვე­ბის გა­ჩე­ნა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ან­მა.

Ambebi.ge