"მჯერა, რომ სასწაულები ხდება..." - რა წერს შარტავაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭუნას დედა? - კვირის პალიტრა

"მჯერა, რომ სასწაულები ხდება..." - რა წერს შარტავაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭუნას დედა?

31 მარტს, თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის ბი­ჭის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, შე­იმ­ჩნე­ვა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE -ს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"უმ­ძი­მე­სი მგო­მა­რე­ო­ბა იყო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და გულ-მკერ­დის მი­და­მო, ჩა­ტარ­და ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია. არა­ერ­თი ქი­რურ­გი იყო ამა­ში ჩარ­თუ­ლი. ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მოხ­და მენჯ-სახ­სრის ფიქ­სა­ცია. ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია, შე­იმ­ჩნე­ვა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა", - გვი­თხრეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

ორი დღის წინ ბავ­შვის დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რო­გორ ელო­დე­ბო­და ბიჭი ყო­ველ­დღე სას­კო­ლო ავ­ტო­ბუსს.

"სულ ამ ად­გი­ლას იდგა და ელო­დე­ბო­და ხოლ­მე ჩემი ტკბი­ლი ბიჭი მეც ასე ფან­ჯრი­დან ვა­ცი­ლებ­დი და ვე­ფე­რე­ბო­დი ხოლ­მე ყო­ველ დი­ლას. ღმერ­თო მი­ცო­ცხლე ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ბიჭი და მეტს არა­ფერს აღარ გთხოვ" - წერ­და მოს­წავ­ლის დედა.

ამ­ჯე­რად და­თუ­ნას დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთი მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ხალ­ხს მად­ლო­ბას უხ­დის გვერ­დში დგო­მის­თვის...

"ყვე­ლა ნახ­ვა­ზე ვე­უბ­ნე­ბი ჩემს დუნ­დუ­ლა ბიჭს, დე­დი­კო, გმი­რი გახ­დი, ყვე­ლა შენ მა­გარ ბი­ჭო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს და ყვე­ლა შენ­თვის ლო­ცუ­ლობს - თქო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს­მის და სი­ა­მოვ­ნებს. ხალ­ხო, ვერ აღ­გი­წერთ რო­გორ მაძ­ლი­ე­რებს თქვე­ნი ასე­თი გვერ­დში დგო­მა და ამ­დე­ნი ყუ­რა­დღე­ბა. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ამ­დე­ნი სით­ბოს­თვის და კე­თი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. მე მჯე­რა, რომ სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა..."

ambebi.ge