"ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!" - დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!" - დავით ზალკალიანი "ფეისბუქში" გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც თან დარ­თუ­ლი აქვს ვი­დეო, სა­დაც ზალ­კა­ლი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში უწყე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე და სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

"მე­გობ­რე­ბო, ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი დღე მქონ­და. ვე­ცა­დე ვრცე­ლი სა­მად­ლო­ბე­ლი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ცოტა გა­მი­ჭირ­და მოკ­ლე დრო­ში ყვე­ლაფ­რის ერ­თად თავ­მოყ­რა და რო­გორც ყო­ველ­თვის, ჩემი კო­ლე­გე­ბი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სის და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და­მეხ­მარ­ნენ და ასე­თი შე­ჯა­მე­ბა გა­მო­ვი­და.

დიდი მად­ლო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მთლი­ან შე­მად­გენ­ლო­ბას, გუნდს, რო­მელ­მაც ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მო­მა­ვალ­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში.

მად­ლო­ბა თქვენ, ფე­ის­ბუ­ქის მე­გობ­რებს, მუდ­მი­ვი მხარ­და­ჭე­რის და სით­ბოს­თვის, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტავ­დით ჩემი და სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ.მარ­თა­ლია გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად შორს მი­ვიდ­ვარ, მაგ­რამ თქვენ­თან ახ­ლოს ვიქ­ნე­ბი მო­მა­ვალ­შიც და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბი, ისე რო­გორც ამას ვა­კე­თებ­დი ჩემი 30-წლი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!" - წერს და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა, ხოლო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე მას ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი შეც­ვლის.

ვიდეო ნახეთ აქ