"მაშინ ამ კავშირს ფხიზელთა და არამსმელთა კავშირი დავარქვათო" - რა ამბავს იხსენებს ნიკა წულუკიძე? - კვირის პალიტრა

"მაშინ ამ კავშირს ფხიზელთა და არამსმელთა კავშირი დავარქვათო" - რა ამბავს იხსენებს ნიკა წულუკიძე?

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"გალაკტიონ ტაბიძე და გოგლა ლეონიძე მეგობრები იყვნენ. გალაკტიონს ბევრი ერჩოდა, გოგლა კი მას ყოველთვის იცავდა.

გოგლა ლეონიძეს ერთხელაც არ წამოსცდენია – გალაკტიონი ლოთიაო. როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, ის წამოდგა და თქვა:

– დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო?

ვიღაცამ დაიძახა:

– უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირიო.

გოგლას გაეცინა და თქვა: მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ – ფხიზელ და არამსმელთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი კი იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათო".