უკრაინის გენერალური პროკურორი - "ბოროდიანკაში ვითარება ბუჩაზე უარესია" - კვირის პალიტრა

უკრაინის გენერალური პროკურორი - "ბოროდიანკაში ვითარება ბუჩაზე უარესია"

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ქალაქი ბოროდიანკა ყველაზე მეტად დაზარალდება კიევის რეგიონში რუსეთის შეჭრის შედეგად და იქ ჩადენილი სისასტიკე ბუჩაში მომხდარს დაჩრდილავს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას, ვენედიქტოვამ აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა ბოროდიანკაში უფრო მეტი იქნება, ვიდრე სხვაგან, მაგრამ დამატებით დეტალებზე აღარ ისაუბრა.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიევის რეგიონზე, რადგან გუშინ ჩვენ მივიღეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე და ამჟამად ვმუშაობთ ირპინში, ბუჩაში, ვორცელში. ფაქტობრივად, ყველაზე უარესი ვითარება სამოქალაქო მსხვერპლის კუთხით, არის ბოროდიანკაში. ვფიქრობ, ბოროდიანკაზე ცალკე ვისაუბრებთ”, - დასძინა ვენედიქტოვამ.

IPN