"რუსეთის დანაშაულები ბუჩაში "აისბერგის წვერია" - კვირის პალიტრა

"რუსეთის დანაშაულები ბუჩაში "აისბერგის წვერია"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ”საშინელებანი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში, არის მხოლოდ აისბერგის წვერი ყველა იმ დანაშაულისა, რომელიც აქამდე ჩაიდინა რუსეთის არმიამ უკრაინაში“.

კულებამ აღნიშნული კომენტარი დღეს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რა დროსაც დასძინა, რომ "ბუჩას, მარიუპოლის და სხვა ადგილების საშინელებები" მოითხოვს "სერიოზულ სანქციებს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირისგან".

თავის ბრიტანელ კოლეგასთან ლიზ ტრასთან საუბრისას, კულება რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მკაცრი“ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა და ასევე რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვა მოითხოვა.

„გადაჭარბების გარეშე, დიდი მწუხარებით შემიძლია გითხრათ, რომ მარიუპოლში ვითარება გაცილებით უარესია, ვიდრე ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩასა და კიევის მიმდებარე სხვა ქალაქებსა და სოფლებში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.