დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს - რა წერია შესაბამის ბრძანებულებაში - კვირის პალიტრა

დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს - რა წერია შესაბამის ბრძანებულებაში

დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას და სტას მი­ხა­ი­ლოვს რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუ­რი­დი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პირ­ტალ­ზე პირ­ველ აპ­რილს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მათ ეს წო­დე­ბა "პო­პარ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის“ მი­ე­ნი­ჭათ.

რუ­სუ­ლი ვებ გვერ­დი rbc.ruღურწკა­ი­ას მცი­რე ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც აქ­ვეყ­ნებს:

"დი­ა­ნა ღურწკა­ია 1978 წლის 2 ივ­ლისს აფხა­ზე­თის ქა­ლაქ სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. მომ­ღე­რალ­მა კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა. 2005 წელს მომ­ღე­რალ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი შექ­მნა, რო­მელ­საც დღემ­დე მარ­თავს.

ფონ­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევს უსი­ნათ­ლო და მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ბავ­შვებს და ეხ­მა­რე­ბა მათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

2006 წელს ღურწკა­ი­ამ რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო“, - ნათ­ქვა­მია ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, დი­ა­ნა ღურწკა­ია რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ იმ პო­პუ­ლა­რულ ქარ­თვე­ლებს შო­რი­საა, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში და რუ­სუ­ლი ჯა­რის ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ და გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დუ­მი­ლით და მშვი­დად ხვდე­ბი­ან.

ambebi.ge