"ბოლო დღეებში საქართველოში ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე" - კვირის პალიტრა

"ბოლო დღეებში საქართველოში ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე"

საქართველოში ბოლო დღეებში ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე და იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საუკუნოვანი სირცხვილია, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის დღეს ხდება.

„ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემ თემაზე - აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე. ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი, მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს - ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მმართებაში. მეგობრებო გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი ეროვნული კონსოლიდაციით, ერთიანობით, სიძლიერით სიმშვიდით და სიმტკიცით.

ჩვენ დროს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ. მე აქ კი არ უნდა ვიჯდე, მე ვიცი როგორ უნდა გავზარდო ბიუჯეტი, მე ვიცი, როგორ უნდა მოვთოკოთ ინფლაცია, მე ვიცი, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, მე ვიცი როგორ უნდა გავზარდოთ შემოსავლები. ჩემი სტიქიაა ახალი ქალაქების აშენება, 16 მილიარდით გავზარდე ჩემს დროს ბიუჯეტი და მერე საერთოდ აღარ გაზრდილა. დღეს მე მასამართლებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე.

აღმშენებლობის დრო სულ მალე დაბრუნდება, მაგრამ არავითარ შემთხვებვაში აღარ უნდა დავუშვათ რომ ჩვენმა მტერმა კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც ვერ შეძლო 2008 წელს. თუ ეს მოხდა ქართველი ერი გაქრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი