"სამმილიონიანი ღატაკი ქვეყნის პოზიცია-ოპოზიცია გადატყლარჭული ხომ დაგვდის..." - რა ღირს ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელი, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ - კვირის პალიტრა

"სამმილიონიანი ღატაკი ქვეყნის პოზიცია-ოპოზიცია გადატყლარჭული ხომ დაგვდის..." - რა ღირს ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხსაცმელი, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ

უკ­რა­ი­ნის­თვის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ახლა ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტია. ბო­რო­ტე­ბას­თან ომში ჩაბ­მულ პრე­ზი­დენტს მთე­ლი ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო გულ­შე­მატ­კივ­რობს.

ადა­მი­ა­ნე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან ყვე­ლა შტრიხს, რაც ზე­ლენ­სკის უკავ­შირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნა­ვენ, თუ რო­გორ შე­ეც­ვა­ლა მას გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ომის და­წყე­ბის დღი­დან ამ დრომ­დე, რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის სხვა ლი­დე­რე­ბის­გან, რომ გა­მო­ირ­ჩე­ვა პირ­და­პი­რი, ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და უბ­რა­ლო­ე­ბით.

აკ­ვირ­დე­ბი­ან იმა­საც თუ რა აც­ვია პრე­ზი­დენტს - მისი ხა­კის­ფე­რი მა­ი­სუ­რი მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ მო­და­დაც კი დამ­კვიდ­რდა და ზე­ლენ­სკის ჩაც­მის სტილს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნიც კი ბა­ძავს.

ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ფეხ­საც­მელ­მა. ბუ­ჩა­ში ჩა­სულ პრე­ზი­დენ­ტსა და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ან­დრეი ერ­მაკს ერ­თნა­ი­რი, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ფე­რის ფეხ­საც­მე­ლი ეც­ვათ.

ეს არის Saucony-ის სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რომ­ლის ორი­გი­ნა­ლიც farfetch.com-ზე 211 დო­ლა­რად იყი­დე­ბა, ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვის ზო­გი­ერთ სა­იტ­ზე კი მისი შე­ძე­ნა უფრო ნაკ­ლებ ფა­სად, ზო­გან 50 დო­ლა­რა­დაც კია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

zelo2-1649151731.jpg

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სტილ­ზე წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იდა ბახ­ტუ­რი­ძე:

"ახლა რა დროს ესაა მარ­თლა, მაგ­რამ მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბიც ბევრ რა­მეს ამ­ბობს ჩემ­თვის ამ კაც­ზე.

სამ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ღა­ტა­კი ქვეყ­ნის პო­ზი­ცია-ოპო­ზი­ცია გა­და­ტყლარ­ჭუ­ლი ხომ დაგ­ვდის ლორო პი­ა­ნებ­ში ფეხ­ტიტ­ვე­ლა მთავ­რო­ბა და ბარ­ბე­რი-მონკლე­რებ­ში ის მოზ­ვი­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი. და ამ დროს ზე­ლენ­სკის აც­ვია ეს, 50$-იანი რა­ცხა ბო­ტა­სი.

პ.ს. მა­ინც ჩემი სფე­რო რო­მაა ეს, მე მიგ­ზავ­ნის ხალ­ხი და რო­გორ არ და­მე­დო?!" - წერს ბახ­ტუ­რი­ძე. (წყარო)