რუსმა სამხედროებმა უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დააზიანეს - კვირის პალიტრა

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დააზიანეს

კიევის ოლქში, ქალაქ ბოროდიანკაში, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დააზიანეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული განათლება იკრძალება და წიგნები იწვება.

„ტყვიები თავში. კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, რუსი ოკუპანტების მიერ, უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დაზიანებულია. გენოციდი არ არის მხოლოდ ათიათასობით მსხვერპლი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული განათლება აკრძალულია, უკრაინული წიგნები იწვება. ადამიანების მარტივად მოკვლა, მხოლოდ ერთი უკრაინული სიტყვისთვის შეუძლიათ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IPN