საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 15:02 საათზე მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ასევე სოფელ სამებასთან იყო. ბიძგები დღეს თბილისის დროით 10:43 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.