ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს - კვირის პალიტრა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

,,რუსეთი, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სასტიკ, დაუნდობელ ომს აწარმოებს. ჩვენ, ამ კრიტიკულ მომენტში, უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ზეწოლა, ამიტომ დღეს, ჩვენ სანქციების მე-5 პაკეტს შემოგთავაზებთ", - განაცხადა ლაიენმა.

,,ტვიტერის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების სია გამოაქვეყნა.

,, 1. რუსეთიდან, წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს ამცირებს.

2.ტრანზაქციის სრული აკრძალვა 4 ძირითად რუსულ ბანკზე, მათ შორის სიდიდით მეორე, VTB ბანკზე.

3.ევროკავშირის პორტებზე, რუსული გემების და რუსეთისა და ბელარუსიის საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებზე წვდომის აკრძალვა.

4.10 მილიარდი ევროს ღირებულების შემდგომი ექსპორტის აკრძალვები გადამწყვეტ სფეროებში. ესენია: ნახევრადგამტარები, მექანიზმები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.

5.5,5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი იმპორტის აკრძალვები.

6.მიზანმიმართული ღონისძიებები, როგორიცაა ევროპის სახელმწიფო შესყიდვებში, რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა და რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გამორიცხვა", - წერს ლაიენი.

"ინტერპრესნიუსი"