ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს.

უკრაინის პრეზიდენტმა, რუსული ძალების მიერ, ბუჩაში განხორციელებულ მკვლელობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელსაც რუსული ძალები არ ჩაიდენენ.

"გუშინ, კიევიდან არც თუ ისე შორს, ჩვენი ქალაქიდან, ბუჩადან დავბრუნდი, რომელიც ახლახან, რუსული ძალებისგან გათავისუფლდა. არ არსებობს დანაშაული, რომელსაც ისინი არ ჩაიდენენ. რუსი სამხედროები მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. ისინი ქალებს, საკუთარი სახლებთან ესროდნენ და ხოცავდნენ. მათ მთელი ოჯახები, მოზარდები და ბავშვები დახოცეს და ცდილობდნენ, ცხედრები დაეწვათ", - განაცხადა ზელენსკიმ

"ინტერპრესნიუსი"