უკრაინაში მებრძოლი 6 ქართველი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ეჭვობენ, რომ მათ ქიმიური ინტოქსიკაცია მიიღეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში მებრძოლი 6 ქართველი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ეჭვობენ, რომ მათ ქიმიური ინტოქსიკაცია მიიღეს

და­ვით ქა­ცა­რა­ვამ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის, 4 აპ­რილს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ქი­მი­უ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ.

"2 დღის წინ გოს­ტო­მე­ლის აე­როდ­რომ­ზე ვი­ყა­ვით შე­სუ­ლე­ბი. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფის 7 მებ­რძოლს და­უ­ფიქ­სირ­და ქი­მი­უ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. რუსი ორ­კე­ბის­გან ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბიჭ­ვრო­ბა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და სა­უბ­რე­ბი იმა­ზე, რომ რუ­სე­ბი შე­საძ­ლოა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას და­ა­პი­რე­ბენ, სა­ერ­თოდ არ არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, გაქ­ცე­ულ­მა რუ­სორ­კებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი აირ­წი­ნა­ღი და­ტო­ვეს მი­მო­ფან­ტუ­ლი აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე რომ, ეს ნა­ბიჭ­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო რო­გორც მი­ნი­მუმ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე არ იტყვის უარს. მო­რო­დი­ო­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­შა­ლოს მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად და ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დი უნდა გახ­დეს".

"ტვპირ­ვე­ლი" კი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ქარ­თუ­ლი და­ნა­ყო­ფის 6 წევ­რი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ყვე­ლა მათ­განს სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ნა­დიმ ხმა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ისი­ნი ან­ტო­ნი­ვის აე­რო­პორტთან, 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მისი და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ კი ყვე­ლა მათ­გან­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო.

"გოს­ტო­მელ­ში, ან­ტო­ნო­ვის აე­რო­პორ­ტში, ე.წ. წმენ­და­ზე ვი­ყა­ვით. ად­გილ­ზე 7-8 სა­ა­თი დავ­ყა­ვით. გოს­ტო­მე­ლი ჩერ­ნო­ბი­ლი­დან 30-40 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. სიმპტო­მე­ბი გვქონ­და ქი­მი­უ­რი მო­წამ­ვლის - რუ­სე­ბი სა­ი­და­ნაც მი­დი­ან, ტო­ვე­ბენ ე.წ. საჩ­ქუ­რებს, მებ­რძო­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. მას შემ­დეგ რაც ექ­ვსი­ვე ჩვენ­განს იდენ­ტუ­რი სიმპტო­მი გა­მოგ­ვივ­ლინ­და, წაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში. ყვე­ლა სიმპტო­მი იყო შე­სა­ბა­მი­სი იმი­სი, რომ იყო ქი­მი­უ­რი მო­წამ­ვლა, რო­მე­ლიც რუ­სებ­მა და­ტო­ვეს", - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი "ტვპირ­ველ­თან".

"ინტერპრესნიუსი"