"სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა? რა არის გარანტიები, რომლებიც გაერომ უნდა უზრუნველყოს?" - კვირის პალიტრა

"სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა? რა არის გარანტიები, რომლებიც გაერომ უნდა უზრუნველყოს?"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოჩართვისას მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

"სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს, ის იქ არ არის. მაშ, სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს? მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა კი გაეროს წესდება ფაქტობრივად დაირღვა. რა აზრი აქვს ყველა სხვა მუხლს?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ რუსეთის ქმედებებს, სამხედრო დანაშაულს უწოდა და აღნიშნა, რომ მას სრული და გამჭვირვალე გამოძიება სურს.

"საჭიროა ჟურნალისტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა და სრული ანგარიშვალდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ამით უნდა იყოს დაინტერესებული. რატომ? იმისათვის, რომ ის დაისაჯოს, ვინც თავს პრივილეგირებულად თვლის და სჯერა, რომ ყველაფრისგან თავის დაღწევა შეუძლია. ასე, რომ აჩვენეთ სხვა ომის პოტენციურ დამნაშავეებს მსოფლიოში, როგორ დაისჯებიან ისინი”, - მოუწოდა მან გაეროს უშიშროების საბჭოს.

"ინტერპრესნიუსი"