თბილისის ზღვასთან ავარია მოხდა
თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
"ინტერპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
"ინტერპრესნიუსი"