თბილისის ზღვასთან ავარია მოხდა - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვასთან ავარია მოხდა

თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

"ინტერპრესნიუსი"