"მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია და არც საქართველოს წინააღმდეგ ომი" - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია და არც საქართველოს წინააღმდეგ ომი"

თუნდაც ერთხელ ტირანიას რომ პასუხი გასცემოდა მის მიერ გაჩაღებული ომისთვის, ის არსებობას შეწყვეტდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ, გარანტირებული იქნებოდა პატიოსანი მსოფლიო.

"მსოფლიო კი მართლაც შეიცვლებოდა და მაშინ, შესაძლოა, არ ყოფილიყო ჩვენთან ომი, ჩემ ქვეყანაში, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია და კიდევ უფრო ადრე - საქართველოს წინააღმდეგ ომი, კიდევ უფრო ადრე მოლდოვასგან მთელი დნესტრისპირეთის რეგიონის ჩამოშორება. არ იმის ნახვა, რუსეთი როგორ ამზადებს ნიადაგს კიდევ სხვა კონფლიქტებისთვის და ომებისთვის თავისი საზღვრების სიახლოვეს. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? დაუყოვნებლივ ვაგებინოთ პასუხი რუს სამხედროებსა და ბრძანების გამცემებს სამხედრო დანაშაულებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"