ბორის ჯონსონმა რუს ხალხს რუსულად მიმართა - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა - კვირის პალიტრა

ბორის ჯონსონმა რუს ხალხს რუსულად მიმართა - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რუს ხალხს მიმართავს.

ვიდეომიმართვაში ბრიტანეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სისასტიკეს სჩადიან - მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, გაუპატიურებას.

ვიდეოში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმა თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა, ის მოუწოდებს რუსებს, გამოიყენონ VPN ინტერნეტი, რათა "დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ" და სიმართლე შეიტყონ.

"თქვენ იმსახურებთ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ ფაქტებს", - განაცხადა მან.

მიმართვის ბოლოს რუსულად საუბრისას, პრემიერ - მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ მას არ სჯერა, რომ პრეზიდენტი თავისი ხალხის სახელით მოქმედებს.

"ინტერპრესნიუსი"