"გაუჩინარებული" მელაძე, რომელიც საქართველოში ეგონათ, პეტერბურგში დახურულ წვეულებაზე გამოჩნდა
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად რუსულ შოუბიზნესში მომღერლების "გაშავების" სერია გრძელდება. ვალერი მელაძე, ალა პუგაჩოვას შემდეგ ერთ-ერთი მომღერალია, რომელსაც რუსეთმა პუტინის კრიტიკა არ აპატია. ქვეყანა, სადაც 42 დღიან ომს დღემდე დონბასის გათავისუფლების სპეცოპერაციას ეძახიან, იმ მომღერლებს, რომლებმაც ომი გააპროტესტეს, კონცერტები შეუწყვიტა და კონტრაქტები გაუუქმა. მკითხველმა კარგად იცის, რომ ალა პუგაჩოვა ქმართან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და სამშობლოში დაბრუნებას აღარც აპირებს.
რაც შეეხება მალერი მელაძეს, რომელსაც რუსეთის მასშტაბით ყველა კონცერტი გაუუქმდა, უკრაინული მედია წერს, რომ ომის წინააღმდეგი მელაძე რუსეთში ისევ ამღერდა.
როგორც გაირკვა მომღერალმა პეტერბურგის საზოგადოებისთვის კერძო წვეულებაზე იმღერა. რუსულ მედიაში წერდნენ, რომ მელაძე უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ შეძლებდა, რომ მას "გაუუქმებდნენ“, მაგრამ როგორც ჩანს, კორპორატიულ საღამოებზე მელაძისთვის კარი კვლავაც ღიაა. იხილეთ სრულად