"საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია" - 4 წლის უკრაინელი ბავშვი, რომელსაც ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს - კვირის პალიტრა

"საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია" - 4 წლის უკრაინელი ბავშვი, რომელსაც ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს

ოთხი წლის უკრაინელი საშა, რომელიც რუსი ოკუპანტებისაგან თავის დაღწევას ბებიასთან ერთად, მდინარე დნეპრის გავლით ცდილობდა, გარდაცვლილი იპოვეს.

10 მარტს საშამ, მისმა ბებიამ და კიდევ ექვსმა ადამიანმა ნავით მდინარე დნეპრის გადალახვა ვიშგოროდის რეგიონიდან სცადეს, თუმცა მონაკვეთი რუსი ოკუპანტების მიერ იყო ბლოკირებული. სავარაუდოდ, ნიჩბის მოსმისას ნავი ამოტრიალდა, სამწუხაროდ, ბებია დაიღუპა, თუმცა ბიჭს სამაშველო ჟილეტი ეცვა და იმედოვნებდნენ, რომ ის გადარჩებოდა.

„მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სწამდა, ლოცულობდა და ძებნაში მეხმარებოდა. მადლობელი ვარ თქვენი ლოცვისთვის და თანადგომისთის.

თქვენი დახმარებით მე და ჩემი საშენკა ერთმანეთს შევხვდით. საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია. მისმა სულმა დღეს მოიპოვა სიმშვიდე“ - წერს საშას დედა თავის "ინსტაგრამზე".

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყანაში რუსული არმიის შეჭრის შედეგად ბავშვების გარდაცვალების საშინელი სტატისტიკა გამოაქვეყნა - ყოველდღიურად ხუთამდე არასრულწლოვანი უკრაინელი იღუპება.

წყარო