გოსტომელში 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა - კვირის პალიტრა

გოსტომელში 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ოლქის ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, 400-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტარას დუმენკომ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არსებობს დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ მათ,”- აღნიშნა დუმენკომ.

მისი თქმით, რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს შლიან.

"გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, რომლებშიც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვების, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა", - აღნიშნა ტარას დუმენკომ.

IPN