უკრაინის პროკურატურა - რუსულ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება - დავამტკიცებთ ყველა ფაქტს, რათა დავსაჯოთ ისინი, ვინც აწამებდნენ, დასცინოდნენ და ანადგურებდნენ უკრაინელებს - კვირის პალიტრა

უკრაინის პროკურატურა - რუსულ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება - დავამტკიცებთ ყველა ფაქტს, რათა დავსაჯოთ ისინი, ვინც აწამებდნენ, დასცინოდნენ და ანადგურებდნენ უკრაინელებს

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

პროკურატურის ინფორმაციით, ციფრები ყოველდღიურად, ასეულობით იზრდება.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ კიევის მიმდებარე ახლად გათავისუფლებულ ქალაქებს „წამებული რეგიონები“ უწოდა და პირობა დადო, რომ „დასჯის არაადამიანებს, რომლებმაც მათ მიწაზე ყოველივე ეს მოაწყვეს“.

„რუსეთი იქნება პასუხისმგებელი ბუჩაზე ჰააგაში“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევის, ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

„ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს ეროვნული სასამართლოებისთვის და ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის. მტკიცებულება აღარ არის მხოლოდ ომის დანაშაულები, არამედ დანაშაულებიც კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ დავამტკიცებთ ყველა ფაქტს, რათა დავსაჯოთ ისინი, ვინც აწამებდნენ, დასცინოდნენ და ანადგურებდნენ უკრაინელებს“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

პროკურორმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სექსუალურად ძალადობენ უკრაინელ ქალებზე, კაცებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე. ვენედიქტოვას თქმით, პროკურორები ამჟამად „ბუჩაში ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის წამების, მკვლელობისა და დაწვის შემზარავ ფაქტს" იძიებენ.

IPN