"ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ქვეყნიდან წავიდა და გაუჩინარდა" - რუსები ცნობილ მწვრთნელს უპირისპირდებიან
რუსულ მედიაში კულტურის, სპორტის თუ სხვა სფეროების წარმომადგენლების "გაშავება“ გრძელდება. მათი, რომლებიც პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდნენ ან უბრალოდ, რუსეთ-უკრაინის ომზე გაჩუმება არჩიეს. ამჯერად რუსების სამიზნეში ფიგურული სრიალის მწვრთნელი, ქართული წარმოშობის, ეთერ თუთბერიძე აღმოჩნდა. რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი, პუტინისტი, ალენა ჟიგალოვა თუთბერიძეზე წერს, რომ "ის ცბიერია და ყველაფერი წინასწარ აქვს მოფიქრებული".
მას შემდეგ, რაც რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა აეკრძალათ, თუთბერიძის მოციგურავეთა სკოლაც "აკრძალულათა" ამ სიაში მოხვდა. რუსულ მედიაში წერენ, რომ მართალია ცნობილ მწვრთნელს არც აქამდე უყვარდა საჯარო გამოსვლები, მაგრამ ამჟამად საეჭვოდ დუმს. უკვე ერთი თვეა, რაც ის თაყვანისმცემლების თვალთახედვიდან გაქრა.
ჟურნალისტის თქმით, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიიდან გაქრა ჩანაწერი, რომელშიც ეთერ თუთბერიძე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ლაპარაკობდა. ბოლო ინფორმაციით, ეს ინტერვიუ არცერთ პლატფორმაზე აღარ იძებნება. თუთბერიძემ "ტვიტერიდან" პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოებიც წაშალა.
"ეთერ თუთბერიძე ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ქვეყნიდან წავიდა და გაუჩინარდა“, - ამბობს ჟიგალოვა. განაგრძეთ კითხვა