ვინ არის და რა ქონებას ფლობს ლიკა ქორქიას მეუღლე, რომელიც სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, თუმცა დაოჯახებას არ ჩქარობდა
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელი ლიკა ქორქია დაოჯახდა. მისი ქმარი კი "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. უფრო მეტიც, დღემდე თავს იკავებს ახალ ოჯახზე და შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრისგან.
მიხეილ ხიდურელი აღნიშნულ თანამდებობას 4 წელია რაც იკავებს. მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა, რომ ხიდურელი კონკურსის წესით შეარჩიეს. მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში აქვს მიღებული. ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ...
მიხეილ ხიდურელი
1990 წელს დაბადებული ხიდურელი თბილისში სასურველი სასიძო გახლდათ, თუმცა დაოჯახებას არ ჩქარობდა. ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ხიდურელის დედა თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებული კერძო სკოლის პედაგოგია და მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო შვილების სწავლა-განათლება.
მიხეილ ხიდურელის ძმა დავითი არქიტექტორია და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს. 2018 წელს თანამდებობაზე დანიშვნისას მიხეილ ხიდურელის დეკლარაციაში მოხსენიებულები არიან დედა, მამა, დეიდა და ძმა... წლებთან ერთად ოჯახის წევრები დეკლარაციაში აღარ ხვდებიან, როგორც ჩანს ხიდურელი მარტო გადავიდა საცხოვრებლად და დაოჯახდა. გააგრძელეთ კითხვა