როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12 აპრილამდე - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12 აპრილამდე

12 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში არამდგრადი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი 12 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში არამდგრადი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, თუმცა, როგორც დედაქალაქში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებში ნალექია ნავარაუდები.

„დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლ-ჭყაპი. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, მაგრამ ერთი დღით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი და ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +19-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს, მთასა და მაღალ მთაშიც დათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონში კი თოვლი და ნისლი. შიდა ქართლში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება.

ხვალ დედაქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დილის 10:00-11:00 საათიდან წვიმის ინტენსივობა მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის. საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი ამინდი 12 აპრილამდე ნარჩუნდება“, - განაცხადა გვაზავამ.