"რას ველით საქართველოსგან? ეს არის სოლიდარობა უკრაინასთან დაკავშირებით - ძალიან გვსურს, არ ვიხილოთ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სანქციებს" - კვირის პალიტრა

"რას ველით საქართველოსგან? ეს არის სოლიდარობა უკრაინასთან დაკავშირებით - ძალიან გვსურს, არ ვიხილოთ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სანქციებს"

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია. მოხარული ვარ, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში. მიმდინარე კვირის ბოლოს, იმედი გვაქვს, რომ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში უფლებას შევუჩერებთ იმის საპასუხოდ, რაც ბუჩაში ვიხილეთ და ამ საკითხშიც გვაქვს საქართველოს მხარდაჭერის იმედი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ისეთი პარტნიორებისგან, როგორიც საქართველოა, უკრაინასთან და უკრაინის მოსახლეობასთან დაკავშირებით სოლიდარობას ელის.

„მსურს, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გამოვხატო მწუხარება იმ საშინელებებთან დაკავშირებით, რაც ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში ხდება. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები იძიებენ ამ ქმედებებს. პარალელურად, მხარს ვუჭერთ უკრაინელ პროკურორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციის შეგროვებაში.

რაც შეეხება რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის განხორციელებაზე ჩვენს რეაგირებას, გუშინ ჩვენ 19 რუსი დიპლომატი გავაძევეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ სანქციების ზეგავლენა გაგრძელდება. ახლა ევროკავშირის მხრიდან მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების მე-5 პაკეტთან დაკავშირებით. პარალელურად, ჩვენ ვაწვდით იარაღსა და აღჭურვილობას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე უკრაინას ვაწვდით ჰუმანიტარულ დახმარებას. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია. მოხარული ვარ, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში. მიმდინარე კვირის ბოლოს, იმედი გვაქვს, რომ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში უფლებას შევუჩერებთ იმის საპასუხოდ, რაც ბუჩაში ვიხილეთ და ამ საკითხშიც გვაქვს საქართველოს მხარდაჭერის იმედი.

რაც შეეხება, რას ველით ისეთი პარტნიორებისგან, როგორიც საქართველოა, ეს არის სოლიდარობა უკრაინასთან და უკრაინის მოსახლეობასთან დაკავშირებით. ეს ეხება საჭირო ზომების მიღებას რუსეთის იზოლაციის მიზნით. ძალიან გვსურს, რომ არ ვიხილოთ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სანქციებს“, - აღნიშნა ელჩმა.

IPN