"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში შეხვედრებს მართავს: რა ინფორმაციას აქვეყნებს რუსეთის ფედერალური საბჭო - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში შეხვედრებს მართავს: რა ინფორმაციას აქვეყნებს რუსეთის ფედერალური საბჭო

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი უმო­წყა­ლო ხოც­ვა-ჟლე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და და­ვით თარ­ხან მო­უ­რა­ვი დამ­პყრობ­ლებ­თან რუ­სეთ­ში ჩა­ვიდ­ნენ და შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­სა" და თარ­ხან მო­უ­რა­ვის ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 4 აპ­რილს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გამოქ­ვეყ­ნდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თან დარ­თუ­ლი აქვს შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა.

“სა­უბ­რი­სას გა­ნი­ხი­ლეს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი“, - ვკი­თხუ­ლობთ ვებგ­ვერ­დზე, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შეხ­ვედ­რას ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ვლა­დი­მირ ჯა­ბა­რო­ვი, კო­მი­ტე­ტის წევრ, მი­ხე­ილ სი­ნი­ცინ­თან ერ­თად და­ეს­წრო.

irma2-1649251880.jpg

"მხა­რე­ებ­მა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რეს", - წე­რია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე.

“ჩვენს ქვეყ­ნებს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ვინც რუ­სეთ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მომ­ხრეა“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მირ ჯა­ბა­როვ­მა.

საბ­ჭოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ და­ვით თარ­ხან მო­უ­რავ­მა შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სულ მხა­რეს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის ერ­თგუ­ლია და ემ­ხრო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ორ­მხრი­ვად მომ­გე­ბი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის შემ­დგომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­და­წყდა დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბა.