"თუ თქვენ არ აღჭურავთ უკრაინას საჭირო იარაღით, რატომ შეწყვეტენ რუსები მკვლელობას?" - მიხაილო პოდოლიაკი დასავლეთს მიმართავს - კვირის პალიტრა

"თუ თქვენ არ აღჭურავთ უკრაინას საჭირო იარაღით, რატომ შეწყვეტენ რუსები მკვლელობას?" - მიხაილო პოდოლიაკი დასავლეთს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, მიხაილ პოდოლიაკი დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ უკრაინას საჭირო იარაღი მიაწოდოს და რუსეთს რეალური სანქციები დაუწესოს.

ის კითხვით მიმართავს დასავლეთს, როგორც წარმოუდგენიათ მათ ომის დასასრული.

„თუ თქვენ არ აღჭურავთ უკრაინას საჭირო იარაღით (მძიმე არტილერია და საჰაერო თავდაცვა) და თუ ხვალვე არ დააწესებთ რეალურ სანქციებს (პირდაპირი/ირიბი ენერგეტიკული ემბარგო), როგორ წარმოუდგენიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ომის დასასრული? რატომ შეწყვეტენ რუსები უკრაინაში მკვლელობას და განადგურებას?“- წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე“.

"ინტერპრესნიუსი"