"მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია, მათ გადასარჩენად სპეციალური ტექნიკაა საჭირო" - რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვის" ბატალიონი? - კვირის პალიტრა

"მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია, მათ გადასარჩენად სპეციალური ტექნიკაა საჭირო" - რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვის" ბატალიონი?

მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია, მათ გადასარჩენად სპეციალური ტექნიკაა საჭირო, - ამის შესახებ "აზოვის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პონომარმა საგანაცხადა.

"მთელ მსოფლიო საზოგადოებას და უკრაინელ პოლიტიკოსებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევაა ცოცხალი ხალხი. მათ არ აქვთ საკვები, წყალი, შუქი, მობილური კომუნიკაცია. საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, მათ ამოსაყვანად. ჩვენ გვჭირდება დახმარება, რათა გადავარჩინოთ ისინი, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მარიუპოლში გენოციდი და ჰუმანიტარული კატასტროფაა", - ხაზგასმით აღნიშნა პონომარმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ბოლო დღეებში მარიუპოლზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა.

"ავიაციის გარდა, დაემატა ტანკები, საზღვაო და სახმელეთო არტილერია, ფოსფორის ბომბები. არც კი ვიცი, კიდევ რას მოიმოქმედებენ რუსები. მაგრამ გუშინ და დღეს ჩვენ გავანადგურეთ მათი საბრძოლო შემადგენლობა, მტრის ბევრი ქვეითი ჯარისკაცი“, - აღნიშნა მეთაურის მოადგილემ.

"ინტერპრესიუსი"