"შეყვარებული ვარ...სოციალურ ქსელში კომენტარებს არ ვეცნობი" - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში?
"სინანულში ყოფნა ბევრ დროს გვაკარგვინებს, აწმყოს გვპარავს, მომავალსაც. დაშვებულ შეცდომებსაც არ ვნანობ, რადგან შეცდომა ძალიან საჭირო რამ არის, აბა, პიროვნულად სხვაგვარად როგორ უნდა გაიზარდო? ადამიანების მიღება, პატიება, რაღაცებთან გამკლავება, შერკინება როგორ უნდა ისწავლო? შეცდომები "მოსულა", - ამბობს მსახიობი თუთა ოქროპირიძე.
რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ვერ ისწავლა დღემდე და რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...კოსმონავტი. ის სახლი, სადაც მე გავიზარდე, შემაღლებულ ადგილზეა, აივნიდან ცა ძალიან კარგად ჩანს. ბავშვობაში ვუყურებდი მთვარეს, ვარსკვლავებს და მქონდა ინტერესი, უფრო ახლოდან მენახა, გამეგო, იქ რა ხდებოდა, ეს ჩემი ბავშვური აკვიატება იყო.
- მსახიობობის სურვილი...
- ...9-10 წლის ასაკში გამიჩნდა. სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, თეატრალურ უნივერსიტეტთან უნდა გამევლო. შორიდან ვუყურებდი ამ შენობას და ვფიქრობდი, რომ იქ "უცხოპლანეტელები" სწავლობდნენ და მე ვერასდროს მოვხვდებოდი, აუხდენელი ოცნება მეგონა. ვფიქრობდი, რომ მსახიობი ჩვეულებრივი არ უნდა იყოს, რომ იმ შენობაში ყველანი განსაკუთრებულები იყვნენ. როცა არჩევნის წინაშე დავდექი და ოჯახში ჩემი სურვილი გავამხილე, შემეწინააღმდეგნენ. ამიტომ თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე წელს, სამსახიობოზე ყველასგან მალულად ჩავაბარე. ოჯახში ამ ამბავს დიდი სიხარული არ გამოუწვევია, მაგრამ მერე ჩემი პროფესია ყველამ შეიყვარა და მამხნევებდნენ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...საყვარელიაო (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვთქვი); ხშირად ამბობენ, მხიარული გოგოაო, ჩემთან დროის გატარება სიამოვნებთ იხილეთ სრულად