"შეყვარებული ვარ...სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებს არ ვეც­ნო­ბი" - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში? - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ვარ...სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებს არ ვეც­ნო­ბი" - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში?

"სი­ნა­ნულ­ში ყოფ­ნა ბევრ დროს გვა­კარ­გვი­ნებს, აწ­მყოს გვპა­რავს, მო­მა­ვალ­საც. დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­საც არ ვნა­ნობ, რად­გან შეც­დო­მა ძა­ლი­ან სა­ჭი­რო რამ არის, აბა, პი­როვ­ნუ­ლად სხვაგ­ვა­რად რო­გორ უნდა გა­ი­ზარ­დო? ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა, პა­ტი­ე­ბა, რა­ღა­ცებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, შერ­კი­ნე­ბა რო­გორ უნდა ის­წავ­ლო? შეც­დო­მე­ბი "მო­სუ­ლა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი თუთა ოქ­რო­პი­რი­ძე.

რას თვლის თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ, რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე და რით ჰგავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...კოს­მო­ნავ­ტი. ის სახ­ლი, სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზეა, აივ­ნი­დან ცა ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს. ბავ­შვო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი მთვა­რეს, ვარ­სკვლა­ვებს და მქონ­და ინ­ტე­რე­სი, უფრო ახ­ლო­დან მე­ნა­ხა, გა­მე­გო, იქ რა ხდე­ბო­და, ეს ჩემი ბავ­შვუ­რი აკ­ვი­ა­ტე­ბა იყო.

- მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლი...

- ...9-10 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. სკო­ლი­დან შინ რომ მივ­დი­ო­დი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან უნდა გა­მევ­ლო. შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ამ შე­ნო­ბას და ვფიქ­რობ­დი, რომ იქ "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი" სწავ­ლობ­დნენ და მე ვე­რას­დროს მოვ­ხვდე­ბო­დი, აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, რომ მსა­ხი­ო­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ უნდა იყოს, რომ იმ შე­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. როცა არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი და ოჯახ­ში ჩემი სურ­ვი­ლი გა­ვამ­ხი­ლე, შე­მე­წი­ნა­აღ­მდეგ­ნენ. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­ო­რე წელს, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად ჩა­ვა­ბა­რე. ოჯახ­ში ამ ამ­ბავს დიდი სი­ხა­რუ­ლი არ გა­მო­უწ­ვე­ვია, მაგ­რამ მერე ჩემი პრო­ფე­სია ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა და მამ­ხნე­ვებ­დნენ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...საყ­ვა­რე­ლი­აო (ეს სი­ტყვა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მა­ინც ვთქვი); ხში­რად ამ­ბო­ბენ, მხი­ა­რუ­ლი გო­გო­აო, ჩემ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა სი­ა­მოვ­ნებთ იხილეთ სრულად