"ეს ჩემი შემობრუნების მერე კონდიციაა. სასწაულებიც ხდება!" - რას წერს გიორგი მიქანაძე - კვირის პალიტრა

"ეს ჩემი შემობრუნების მერე კონდიციაა. სასწაულებიც ხდება!" - რას წერს გიორგი მიქანაძე

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი, გიორგი მიქანაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"დავწერე პოსტი, ისევ დიდი გამოდიოდა და წავშალე...

მოკლედ - კარგად დაფიქრდით ახლაც და ისტორიულადაც, რატომ იღებენ ადამიანები ამ საშინელ სიკვდილის იარაღს ხელში და რისთვის სპობენ სხვა სიცოცხლეს? რა მიზეზით? ამას უნდა კარგად მივაკვლიოთ და მერე მოგვარება უნდა.

გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვიბიდან, საბავშვო ბიბლიასაც რომ ვკითხულობდი ეს ხარების მომენტი ყველაზე მეტად მიტაცებდა და განსაკუთრებულ შეგრძნებებს მგვრიდა.

დიახ, ვიდეოში, ეს ჩემი შემობრუნების მერე კონდიციაა. ასე, რომ სასწაულებიც ხდება!

მადლობელი ვარ თქვენი გულშემატკივრობისთვის. დაივიწყეთ ეს და მეც დამავიწყეთ და მიმალაგებინეთ, გეხვეწებით. კარგი ამბები მომწერეთ და დააკომენტეთ ხოლმე ჩემს სახელზე, გაახარეთ დღეს ადამიანები, ვისაც გიყვარვართ და ეგ იქნება ჩემი მხარსაჭერა და გულშემატკივრობა.

ამასთან, მატერიალური ხარჯი ყველაზე ნაკლებად ეფექტური გახარების საშუალებაა - გული, გინება და სულია ყველაზე მუშა და ეფექტური.

სიხარული გქონოდეთ!".