"“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს - რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ საქართველოში შემოიპატიჟონ" - კვირის პალიტრა

"“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს - რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ საქართველოში შემოიპატიჟონ"

“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს - რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ საქართველოში შემოიპატიჟონ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ქართული ოცნების” დესანტია და მოსკოვში ისინი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” გააგზავნა.

“მოსკოვში მათ წასვლას წინ უძღოდა ნეიტრალიტეტის თაობაზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც 50-მდე პრორუსულმა ორგანიზაციამ თუ ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს უკვე მეორე ნაბიჯია, რაც “პატრიოტთა ალიანსის” გადაწყვეტილება არ არის - ვამბობთ “პატრიოტთა ალიანსს”, ვგულისხმობთ “ქართულ ოცნებას”.

ველოდებით პრემიერის განცხადებას. ვნახოთ დაგმობს თუ არა ამ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. ეს ასჯერ უფრო საშიშია, ვინაიდან კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება უკრაინაში.

ესენი მოსკოვში ყოველთვის დადიოდნენ თუ დაეთრეოდნენ, მაგრამ იმ სიარულსა და ამ ჩასვლას შორის სხვაობა ძალიან დიდია. საქართველოს ბედი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ მარცხში წყდება. ამ მარცხის შემოქმედი უკრაინელი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობაა. ვერავინ რუსეთის საქართველოში შემოყვანას ვერ ეღირსება, მაგრამ თავად ეს მცდელობა შევა, როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში. მათ შორის “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ეს შავი ლაქა იქნება - პრემიერ მინისტრმა, რომელსაც ბრტყელ-ბრტყელი საუბრები უყვარს, დაგმოს “პატრიოტთა ალიანსის” ვოიაჟი. ასევე დაგმოს პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

IPN