"დღეს ეს მინისტრი იბრძვის უკრაინაში რუსების წინააღმდეგ" - რას წერს იტალიური გამოცემა ირაკლი ოქრუაშვილზე? - კვირის პალიტრა

"დღეს ეს მინისტრი იბრძვის უკრაინაში რუსების წინააღმდეგ" - რას წერს იტალიური გამოცემა ირაკლი ოქრუაშვილზე?

იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ნა­თია ზა­ზაშ­ვი­ლის სტა­ტია, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მათ შო­რის თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე.

"რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ტო­ვებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და თა­ვის მებ­რძოლ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა რუსი ფა­შის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. "დღეს ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუნ­დაც მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის, მხო­ლოდ მათი თა­ნად­გო­მის­თვის, იმის­თვის რომ იგ­რძნონ, რომ არ არი­ან მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­ნი რუსი კრი­მი­ნა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მათ სახ­ლში შე­იჭრ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­შიც გად­მო­ცე­მუ­ლია ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის მო­ნა­ყო­ლი, რო­მე­ლიც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას მსა­ხუ­რობ­და.

"კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, სა­გუ­შა­გო­ზე ყოფ­ნი­სას, ერთხე­ლაც მო­ვი­და და გა­მო­მი­ცხა­და, - მე შეგცვლი, წადი, ცოტა ხანს და­ის­ვე­ნეო... ჯერ ვერ მივ­ხვდი ხუმ­რობ­და თუ სე­რი­ო­ზუ­ლად მე­უბ­ნე­ბი­და. მერე ხმას აუ­წია: - რა არის არ მან­დობ შენს ია­რაღს? წადი, და­ის­ვე­ნეო!" - იხ­სე­ნებს ჯა­რის­კა­ცი. სტა­ტი­ა­ში ასე­ვე მო­თხრო­ბი­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რია, რაც თავ­დაც­ვის ექსმი­ნისტრს უკავ­შირ­დე­ბა.

"ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სი­ა­მა­ყით ჰყვე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრ ოქ­რუ­აშ­ვილ­თან გა­ტა­რე­ბულ მო­მენ­ტებს, რო­გორც ლა­მაზ თავ­გა­და­სა­ვალს... დღეს ეს მი­ნის­ტრი იბ­რძვის უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ცი­ტა­ტით სრულ­დე­ბა:

"ეს არ არის მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ომი. ეს არის ბრძო­ლა სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის..." (გაგრძელება)