როგორ ეხმაურება დიმიტრი პესკოვი პუტინის შვილების წინააღმდეგ შემოღებულ აშშ-ს სანქციებს? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება დიმიტრი პესკოვი პუტინის შვილების წინააღმდეგ შემოღებულ აშშ-ს სანქციებს?

კრემლი აშშ-ის ახალ სანქციებს გამოეხმაურა, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებთან და რუსული ელიტის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებსაც შეეხო.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქმედებები ახსნას არ ექვემდებარება.

"რეაქცია ისეთივეა, როგორც ყველა სხვა დანარჩენ სანქციებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ პირველი - ეს სანქციები თავისთავად გაურკვეველი ხაზის გაგრძელებაა სხვადასხვა შეზღუდვების შემოღებისა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ხაზი, რომელიც გრძელდება ოჯახის წევრთა მიმართ შეზღუდვების შემოღებაზე, ეს საკუთარ თავზე მეტყველებს. ეს არის ის, რაც ძნელი გასაგები და განსამარტია. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ ოპონენტთან გვიწევს საქმის ქონა“ - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც მიიჩნევს საჭიროდ“.

"ინტერპრესნიუსი"