"გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა" - კვირის პალიტრა

"გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა"

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ისტორია 2014 წელს "არალეგალური აჯანყების“ დროს შეიცვალა და უკრაინა ანტი-რუსული სახელმწიფო გახდა, რომელიც "ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართავდა“.

SKY NEWS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთისთვის შურაცხყოფა ის დანაკარგები, რასაც რუსეთი ომში განიცდის, პესკოვმა აღნიშნა, რომ ,,ეს არის არასწორი გაგება იმისა, რაც ხდება“.

კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, რომ ქვეყნის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

,,ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, "მარიუპოლი ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლდება“ და სამშობიარო სახლის დაბომბვა, რომელმაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, ყალბი იყო.

მანვე დასძინა, რომ განადგურებულ ქალაქ ბუჩაში შექმნილი ვითარება, სადაც სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა, "კარგად დადგმული ინსინუაციაა, სხვა არაფერი".

,,ეს თამამი სიყალბეა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ რამდენიმე დღეა, მაგრამ არავინ გვისმენს. ბუჩას სცენები იყო "შეთქმულება" , - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ინტერვიუში გააკრიტიკა ბორის ჯონსონიც და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებებს რუსეთთან მიმართებაში "ხმამაღალი რიტორიკა უწოდა“.

მან აღნიშნა, რომ ჯონსონისგან მსგავსი მიდგომა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაინახეს.

"რუსეთთან მიმართებაში ოპერაციის დაწყების დღიდან მისი რიტორიკა ხმამაღალია. ასე რომ, ჩვენი გაგებით, ის არ არის კონსტრუქციული თავის დამოკიდებულებაში. ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მსგავსი რიტორიკა ბორის ჯონსონისგან ბოლო რვა წლის განმავლობაში, თუნდაც მაშინ, როდესაც დონბასში ხალხი დაიღუპა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ, როდესაც ისინი მძიმედ დაბომბეს“, - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო კონფრონტაციისთვის შეიქმნა და ალიანსის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის კონფრონტაციაა.

ამასთან, მისი თქმით, სანქციები, რომელი მათ დაუწესდათ ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ბოლო ათეული წლებია მის ქვეშ ცხოვრობენ და ამ მდგომარეობას უკვე შეეჩვივნენ.

"ჩვენ დავიწყეთ ამ სანქციებისთვის მომზადება ერთი წლის წინ. ასე რომ, ახლა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ფეხზე დგას და საკმაოდ კარგად ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსი"