"ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე" - ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, უკრაინული ძალები რუს ტყვეებს კლავენ: რა ჩანს კადრებში, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო
რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინული ძალები ესვრიან და კლავენ სავარაუდოდ, რუს ტყვე ჯარისკაცებს. არსებული ინფორმაციით, ვიდეოში ქართველი მებრძოლები ფიგურირებენ. კადრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც, რომელმაც თქვა, რომ მან იცის ვიდეოს შესახებ და "აუცილებლად გამოიძიებენ."
კადრებმა მიიპყრო დასავლური მედიის ყურადღება. აღნიშნულ საკითხზე ბრიტანული BBC-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც გაანალიზებულია თუ სად და როდისაა ვიდეო გადაღებული და ვინ არიან ის პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან.
რა ჩანს ვიდეოზე?
ჩანს ოთხი, ზურგზე ხელებშეკრული სამხედრო პირი. სამი მათგანი მიწაზე უმოძრაოდაა, მაგრამ ერთი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა მძიმედაა დაშავებული.
ერთ-ერთი მამაკაცი ამბობს: "დატოვე ის“ და მეორე პასუხობს: "არ მინდა დატოვება."
ამის შემდეგ ჯარისკაცი, რომლის სახეც ვიდეოში არ ჩანს, რამდენჯერმე ესვრის იმ პირს, რომელიც დაშავებულია, სანამ მოძრაობას არ შეწყვეტს. შემდეგ კი ვხედავთ კადრებს, სადაც სხვა ჯარისკაცების რეაქციებია აღბეჭდილი.
ყველა ცხედარს აცვია სამხედრო ფორმა და არის სისხლის გუბეები. მოკლულებიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთის სახის იდენტიფიცირება, დანარჩენი კი გზაზე პირქვე არიან.
სად და როდისაა ვიდეო გადაღებული?
BBC-ის ცნობით, დაადგინეს შემთხვევის ადგილი და ეს არის კიევის დასავლეთით, დმიტრევკას შემდეგ, მთავარი გზა - გზა, რომელიც დმიტრევკას ბუჩასთან და ირპინთან აკავშირებს. ვიდეოზე აღბეჭდილი გარემო ემთხვევა Google Street View-ს მიერ ნაჩვენებ არეალს. (გაგრძელება)