სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ - კვირის პალიტრა

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ „რადიო სპუტნიკზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ სახელმწიფო-გარანტორებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბელარუსის რესპუბლიკა. ახლა ყველა ამ საკითხის, მათ შორის გარანტორი ქვეყნების სრული სიის შეთანხმება მიმდინარეობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ბელარუსი იყოს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, თითქოს უკრაინული მხარე ცდილობს, გარანტორ ქვეყნებს შორის მოხვდეს ყველა სახელმწიფო, რომელთანაც უკრაინას აქვს საზღვარი. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი „არც ისე მარტივად მიმდინარეობს“.

"ინტერპრესნიუსი"