"ამ­დე­ნი დღის მერე აქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი იმ ორ­მო­ში ღა­მე­გა­თე­ნე­ბუ­ლებ­მა" - ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ ერთი ისტორია ფრონტის ხაზიდან - კვირის პალიტრა

"ამ­დე­ნი დღის მერე აქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი იმ ორ­მო­ში ღა­მე­გა­თე­ნე­ბუ­ლებ­მა" - ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ ერთი ისტორია ფრონტის ხაზიდან

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის პოს­ტებს ფრონ­ტის ხა­ზი­დან ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან.

ამ­ჯე­რად კი­დევ ერთ საბ­რძო­ლო ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს და ორ ქარ­თველ­ზე - ტყვი­ა­ველ გო­გი­ტა­სა და სუ­რა­მელ გო­ჩა­ზე გვიყ­ვე­ბა.

"ტყვი­ა­ვე­ლი გო­გი­ტა (ლა­ფა­ჩი) ლვოვ­ში იმ დღეს შე­მო­ვი­და ბა­ზა­ზე, რო­დე­საც რუ­სებ­მა და­ბომ­ბეს. პირ­ვე­ლი ბომ­ბი რომ და­ე­ცა ყა­ზარ­მას, ტრუ­სი­კი­ა­ნი, შარ­ვალ იღ­ლი­ა­ში ამოჩ­რი­ლი დიდი ორ­მოს­კენ გა­იქ­ცა და შიგ ჩაწ­ვა. მე­სა­მე ბომ­ბის ჩა­მო­ვარ­დნა­ზე უკუნ სიბ­ნე­ლე­ში ვი­ღაც და­ე­ცა ზე­მო­დან და გო­გი­ტა­მაც "კარ­გა მა­მა­პა­პუ­რად" დედა გა­და­უ­კურ­თხა - ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკ­ნი გა­მი­ტყდაო.

ეს ამ­ბა­ვი გუ­შინ ჩვენ­თან ვახ­შამ­ზე მოყ­ვა პირ­ვე­ლად, ისე რომ არც იცო­და, ვინც ზე­მო­დან და­ე­ცა ვინ იყო. სუ­რა­მე­ლი გოჩა უს­მენს და უცებ რომ ჩა­ბღუ­ჯა და გემ­რი­ე­ლად აკო­ცა, ყვე­ლას გაგ­ვიკ­ვირ­და.

რა ხდე­ბა გო­ჩაო? - ყვე­ლამ ვკი­თხეთ. ესე დე­დის შე­გი­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ გამ­ხა­რე­ბია, მა­გით მივ­ხვდი რომ მარ­ტო არ ვი­ყა­ვი და გა­დავ­რჩიო. ამ­დე­ნი დღის მერე აქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი იმ ორ­მო­ში ღა­მე­გა­თე­ნე­ბუ­ლებ­მა", - წერს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.