უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა - კვირის პალიტრა

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა, კიევში გამართულ კონფერენციაზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომელიც უკრაინას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, კიდევ უფრო წინ წაიყვანს.

"რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რღვევაზე გადავა, ხოლო უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კითხვარის მიღებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის 1 კვირაში იქნება მზად.

"ინტერპრესნიუსი"