რას აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქ ბუჩაში მიწვევის საპასუხოდ? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქ ბუჩაში მიწვევის საპასუხოდ?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში ჩას­ვლის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გის მიწ­ვე­ვას.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია, სი­ტყვით აღ­წე­რო ის გრძნო­ბა, რაც ადა­მი­ანს ბუ­ჩა­ში და უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ში მომ­ხდა­რი სი­სას­ტი­კის ნახ­ვი­სას გე­უფ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს გრძნო­ბა ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით. სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია ჩვენ სწო­რედ ამ გრძნო­ბით დავ­დი­ვართ. ხვა­ლაც, 9 აპ­რილს, სწო­რედ ეს გრძნო­ბა შეგ­ვახ­სე­ნებს თავს. და ჩვენ ვი­ცით, რომ ეს გრძნო­ბა გა­ზი­ა­რე­ბას და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ითხოვს.

სწო­რედ ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­მარ­თა ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს, რომ და­ე­წყო რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, რათა დად­გინ­დეს და და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მას რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის. ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა არ გვაქვს ფარ­თო რე­სურ­სე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ისე­თი­ვე ერთი ხმა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე, რო­გო­რიც მეტი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკი­ცედ ვი­ყე­ნებთ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­სა­ჭე­რად", - წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა "ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ვა­ლია, და ჩვენ ამ ვალს შე­ვას­რუ­ლებთ“.

"რაც შე­ე­ხე­ბა მოწ­ვე­ვას. ვი­სურ­ვებ­დი, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცალ­კე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს სრუ­ლად გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ ის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ იჩენს. ეს მხარ­და­ჭე­რა და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის პარტნი­ო­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მი­ჯვნის მცდე­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მო­თხოვ­ნას, და­უ­სა­ბუ­თე­ბელ დიპ­ლო­მა­ტი­ურ დე­მარ­შებს, კონ­ტრა­ბან­და­ში უსა­ფუძ­ვლო და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას, თუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უბე­დუ­რე­ბა­ზე ხე­ლის მოთ­ბო­ბის სურ­ვი­ლის დაბ­რა­ლე­ბას, რო­გორც ეს ჩემი კო­ლე­გის წინა მი­მარ­თვა­ში იყო. ამ სა­კი­თხე­ბის გა­ნუ­მარ­ტებ­ლო­ბის ფონ­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა არა­სა­თა­ნა­დოდ ჩანს.

ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ვა­ლია, და ჩვენ ამ ვალს შე­ვას­რუ­ლებთ, რაც არ უნდა უსა­მარ­თლო და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი გვეს­მო­დეს სა­პა­სუ­ხოდ. შე­ვას­რუ­ლებთ ისე, რო­გორც ამას ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხე­ბის ძმო­ბა იმ­სა­ხუ­რებს”,- წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.