"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე" - რა ინფორმაცია ვრცელდება შალვა პაპუაშვილზე? - კვირის პალიტრა

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე" - რა ინფორმაცია ვრცელდება შალვა პაპუაშვილზე?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

"საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც მას პასუხი არ მიუღია - რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

წერილი არა თუ გუშინ, არამედ დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში უკრაინის საელჩო მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს გაუგებრობას. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ყოველთვის ღიაა და მზად არის საელჩოსთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის.

აქვე, გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"